ხობის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდი მანქანა გადმოეცა

 


ხობის მუნიციპალიტეტის მერიას „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის (ISWM II)” ფარგლებში, ერთი ერთეული, 13 მ³ მოცულობის ნაგავმზიდი მანქანა გადმოეცა.
ახალი ტექნიკა თვითმმართველობას შესაძლებლობას მისცემს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გაუმჯობესებული სერვისი შესთავაზოს.
უახლოეს დღეებში მერიას დამატებით, პიკაპის ტიპის სატვირთო მანქანაც გადმოეცემა.
პროექტი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.