ხეთაში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

 


✅ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
✅წინაგოლაში ხე-ბუჩქნარისგან და ნატანი მასისგან იწმინდება 4-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი.
✅დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა.
✅სამელიორაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.