ნოჯოხევში სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 


ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, გია ჩაბალუხასთან ერთად გაეცნენ.

გზაზე იგება ბეტონის საფარი, ამოიწმინდება სანიაღვრე არხები და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები. 

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 282 400 ლარია.