ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე „ოჩოფეხები“ და კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. კულტურის სასახლის ფოიეში ანზორ თოდრიას, ლალი გადელიას, თამუნა ნადირაძის და მურთაზ ტურავას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ცენტრალურ სტადიონზე გამართული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული ხობის „ჭალე“ გახდა. ასევე გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ნარდში, მაგიდის ჩოგბურთში, შაშსა და მკლავჭიდში.
17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, ანსამბლ „კოლხეთის“ და სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდის შესრულებით აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
🎼ჯგუფ ,,იბერიას’’, ქეთი ორჯონიკიძის, ანი სირაძის, ადგილობრივი შემსრულებლების და ქორეოგრაფიული ჯგუფების მონაწილეობით კონცერტები გაიმართა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🎆 საზეიმო ღონისძიება დასრულდა ფეიერვერკით.
#26მაისი
#თავისუფლებისსიყვარულით
#ესდღეჩვენია