ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში მდინარე მუნჩიაზე საცალფეხო ხიდის მშენებლობა და ხიდთან ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.
პირველ მაისში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ინფრასტრუქტურულ პროექტებს მერია ადგილობრივი ბიუჯეტის და სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით ახორციელებს.