ქ. თბილისში 20-21 მაისს დიდებს შორის მძლეოსნობაში საქართველოს ღია ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ხობის კულტურის ცენტრის სასპორტო სკოლის მოსწავლემ ბარბარე ლეკვიაშვილმა, მან 400 მ გარბენში, დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი, ხოლო ამა სკოლის მოსწავლემ ანასტასია კუკავამ 4კგ ბირთვის კვრაში მესამე ადგილი დაიკავა.
მწვრთნელი: ინდირა გრიგოლიანცი.
ვულოცავთ და წარმატებებს უსურვებთ ნორჩ სპორტსმენებს.