ხობელ მკლავჭიდელთა წარმატება


თბილისში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები მკლავჭიდში. საკვალიფიკაციო პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს და კიშინიოვში გასამართი ევროპის პირველობის საგზური მოიპოვეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ - საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მკლავჭიდელებმა (მწვრთნელი: კობა თუთბერიძე).
15 - წლამდელები
ნიკო ზარანდია (60 კგ)
გიორგი ბუსქანძე (მძიმე წონა)
18 - წლამდელები
ბექა ჟიშკარიანი (55კგ)
მერაბი გვალია (60კგ)
ირაკლი ჯანაშია (75კგ)
ლაშა სილაგავა (80კგ)
უფროსები: ანრი ბუკია, დათუნა ჟიშკარიანი და საბა დანელია (ასევე იასპარეზებს 23-წლამდელთა შორის).