დღეს, ხობის კულტურის სასახლეში „ევროპის დღეების“ აღსანიშნავად კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ ახალგაზრდებთან ევროკავშირის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
კულტურის სასახლის ფოიეში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში, შაშსა და ნარდში. მოეწყო ევროპის კუთხე და ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეების მიერ საქართველო-ევროკავშირის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა გაიმართა.
„ევროპის დღეების“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.