საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიას შედეგად მოჰყვა წითელი ტერორი. 1923 წლის 23 აპრილს ხობის მონასტერი დახურეს, ხოლო მასში დაბრძანებული სიწმინდეები სამეგრელოს მუზეუმში გადაიტანეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ხობის საზოგადოება, სასულიერო პირებთან ერთად, ცდილობს სიწმინდეების დაბრუნებას ხობის მონასტერში, მაგრამ ჩვენს ყოველ მცდელობას ხვდება წინააღმდეგობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბოლშევიკური სული ჯერ კიდევ ცოცხალია. საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი ფილმი "ხობის "თეთროსანი" ღვთისმშობლის კვართი-მითი და რეალობა", გადაღებულია 2020 წლის ოქტომბერში და ეძღვნება ხობის მონასტრის ბერების და ქვეშევრდომების ხსოვნას. ფილმის გასაჯაროვების გადაწყვეტილება მიღებულია ავტორის მიერ ხობის მონასტრის დახურვის და სიწმინდეების გატანის 100 წლისთავთან დაკავშირებით. ხვიჩა (ნუგზარ) შონია ხობი 2023 წლის აპრილი