ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჩხონში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „სოფელ ნოჩხონში ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზა ამორტიზებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 589 526 ლარია“ - აღნიშნა მერმა დავით ბუკიამ. პროექტის შესაბამისად 2.2 - კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი, ამოიწმინდება სანიაღვრე არხები და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს ხობის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.