ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში „დედამიწის დღისადმი” მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ვიქტორინა ,,ეკომეგობარი’’ გაიმართა. ვიქტორინაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბიბლიოთეკების მკითხველთა გუნდები მონაწილეობდნენ.
პირველი ადგილი - ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდი ,,ლაბარუმი“;
მეორე ადგილი - ქვემო ქვალონის გუნდი ,,ეკოქვანი“;
მესამე ადგილი- ქარიატის გუნდი ,,ეკო ქარიენტი“.
პირველ, მეორე და მესამე ადგილოსან გუნდებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის’’ ორგანიზებით ჩატარდა.
ირაკლი შონიას ფოტორეპორტაჟი