ანრი ჯგერენაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი

 

6-12 აპრილს, ქალაქ ხობში, ანრი ჯგერენაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 16 გუნდი მონაწილეობდა. პირველობის გამარჯვებული სკოლა „არეა“ გახდა, მეორე ადგილი ჭალადიდის სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. სპორტულ ღონისძიებას ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილოსანი გუნდები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.