ნოე ჭანტურია - დამსახურებული პედაგოგი

 

ნოე ჭანტურია - დამსახურებული პედაგოგი, თაობების აღმზრდელი და ხობის საპატიო მოქალაქე დაიბადა სოფელ გაღმა საჯიჯაოში 1925 წელს. ნ. ჭანტურია ჯერ სწავლობდა საჯიჯაოს 7-წლიან სკოლაში, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო სოფელ ზანის საშუალო სკოლაში.
1943 წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1950 წელს და მიენიჭა ფსიქოლოგის კვალიფიკაცია.
სწავლის დასრულების შემდეგ ნ. ჭანტურია დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს და 1950 წლიდან მუშაობა დაიწყო გაღმა საჯიჯაოს სკოლაში მასწავლებლად. 1957-1962 წ.წ. იყო გაღმა საჯიჯაოს სკოლის დირექტორი.
1998 წელს ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მიენიჭა ხობის საპატიო მოქალაქის წოდება.
ნოე ჭანტურია გარდიცვალა 2011 წელს.