ხობელთა წარმატება ზაგრებში

 

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხობელი ჯონი ხეცურიანი ვერცხლის მედლის და ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. ნუგზარ წურწუმიამ კი ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მათ.