გიორგი ხახუბიას საარჩევნო კამპანია ხობის მუნიციპალიტეტში

 

19 აპრილს შეხვედრები განაახლა ფოთის,ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კადიდატმა გიორგი ხახუბიამ

🔹 შევხვდი ჭალადიდის, პატარა ფოთისა და შავღელეს მოსახლეობას, მოვისმინე ამომრჩევლების მიერ დასახელებული პრობლემები და ვისაუბრეთ მათი აღმოფხვრის გზებზე. ამასთან, გავაცანი ის მიზნები და პრიორიტეტები, რომლებსაც ჩემს გუნდთან ერთად განვახორციელებ.
🔹 ჩვენი გუნდის მიერ აუცილებლად მოხდება თითოეული დასახელებული პრობლემის შეფასება და მათი გადაჭრის გზების მოძიება.













წინასაარჩევნო კამპანია ხობის მუნიციპალიტეტში გრძელდება.
📍 ამომრჩევლებთან შეხვედრები ნოჯიხევის, შუა ქვალონის, ზემო ქვალონის, ქვემო ქვალონის, საგვიჩიოს, ახალსოფლისა და გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულებში შედგა.
ამ სოფლების საჭიროებები ეტაპობრივად გვარდება.
🔹 ჩემთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდნენ: ხობის მუნიციპალიტეტის მერი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, დავით ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ქავთარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.













შევხვდი ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულას, ახალი ხიბულას, საჯიჯაოს, გაღმა საჯიჯაოსა და ბიის ადმინისტრაციული ერთეულების ამომრჩევლებს. გავეცანი ამ სოფლების საჭიროებებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
მოვისმინე მათი იდეები და მოსაზრებები. ჩემთან ერთად საარჩევნო უბნებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის მერი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
ჩვენი გუნდის პრიორიტეტია ყველა სოფელი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მორგებული.







📍 წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხამისკურის, თორსას, ხეთასა და პირველი მაისის ამომრჩევლებს შევხვდი. სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მოვისმინე მათი საჭიროებები, იდეები და მოსაზრებები.
🔹 ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ხობში არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი განხორციელდა. რიგ სოფლებში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდა ნაპირდამცავი გაბიონები, რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები და სკოლები.
🔹 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად, თითოეულ სოფელში ხორციელდება ჩვენი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები.
🔹 ჩვენი გუნდის პრიორიტეტია ყველა სოფელი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მორგებული.

















ხობის ცენტრალურ პარკში, მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბუკიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ლევან ქავთარაძესთან ერთად, გავმართე შემაჯამებელი შეხვედრა, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🔹
ხობის საზოგადოებასთან იმ სასიკეთო საქმეებზე ვისაუბრე, რომელიც 2020 წლიდან დღემდე განხორციელდა ირაკლის მაჟორიტარობის პერიოდში. ასევე, გავაცანი მათ სამომავლო გეგმები და ხედვები.
🔹
ჩემთვის ყველაზე კარგად არის ცნობილი, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ირაკლისთვის თითოეულ რეგიონში განხორციელებულ მცირე პროექტსაც კი, ამიტომ უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები მის დაწყებულ საქმეებს და ვეცდები, მათ კიდევ უფრო განვითარებას.
🔹
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია და საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი-დაჩი ბერაია ესწრებოდნენ.