18-19 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში.
პირველობის გამარჯვებული ქალაქ ხობის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ქარიატის გუნდმა დაიკავა.
ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.