ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და „შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენელმა ქეთინო ოდიშარიამ მიულოცეს და მათ კვების პროდუქტების ნაკრები გადასცეს.
„შავი ზღვის ტერმინალის“ (ყულევი) და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი სააღდგომო ნობათი 155 ბენეფიციარს გადაეცა.