ქალაქ ხობში სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის, ,,ლაზიკა მედის“ ფილიალი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, სამედიცინო სფეროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზეა ორიენტირებული.
,,ლაზიკა მედის“ ახალი ფილიალი მოქალაქეებს სთავაზობს: ამბულატორიულ და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას. როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული ექიმ-პროფესორების კონსულტაცია-მკურნალობის კურსს, ლაბორატორიულ და რადიოლოგიურ კვლევებს, რენტგენოგრაფიას.
სამედიცინო დაწესებულება ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში და ასევე, არის ბაზარზე არსებული თითქმის ყველა კერძო სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი.
ამ ეტაპზე სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში 30 ადამიანია დასაქმებული.