9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ქალაქ ხობში, სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი და ხეთაში - ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო ყვავილებით შეამკეს.

9 აპრილი თანამედროვე საქართველოს ისტორიის ორ გამორჩეულ თარიღს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს აერთიანებს.

#მადლობათავისუფლებისთვის