პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

 

ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 
პატარა ფოთში შლამისა და ნატანი მასისგან იწმინდება 3-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი.
დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი და მოსავლიანობა.
ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.