მეცნიერი, დიდებული პედაგოგი და თაობების აღმზრდელი - ჟუჟუნა კემულარია. ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ჟუჟუნა მასწავლებელს.
ჟუჟუნა კემულარია დაიბადა 1928 წელს ხობის რაიონის სოფელ ზუბში. 1947-1951 წლებში სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი, ქიმიის ამოცანათა კრებულის ავტორი და სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი.
ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში 20 წლის განმავლობაში. არის ავტორი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის „ქიმიის სწავლების თავისებურებანი საქართველოს სოფლის სკოლებში“. ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის ქიმიის მასწავლებელთა კონფერენციებს. ჟ. კემულარიას მიერ ყოველწლიურად შესრულებული კვლევითი თემები ინერგებოდა თბილისის მოწინავე სკოლებში.
1951 წლიდან 1970 წლამდე მუშაობდა ხობის რაიონის სოფელ ზუბის საშუალო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ.
ინსტიტუტიდან დაბრუნების შემდეგ, დირექციისა და სკოლის მასწავლებელთა თხოვნით, 1994 წელს ისევ დაუბრუნდა სკოლას და კიდევ 5 წელი ემსახურა თავის საყვარელ საქმიანობას.
გარდაიცვალა მრავალი თაობის აღმზრდელი, დიდებული პედაგოგი, ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ილიაუნის დოცენტი - ჟუჟუნა ლავრენტის ასული კემულარია
1928-2025
ხობის მუნიციპალიტეტი, ახალი ხიბულა.
ჟუჟუნა ლავრენტის ასული კემულარია. დიდებული ქალბატონი და პედაგოგი, ამ დონის მასწავლებელი დიდი ფუფუნება იყო ზუბის საშუალო სკოლისათვის, მან ილიაუნიდან წამოსვლის შემდეგ თავისი სოფლის სკოლას დასდო დიდი პატივი და წლები ემსახურა მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლისა და აღზრდის საქმეს. ის იყო თავმდაბალი, თბილი და კეთილშობილი ადამიანი მის განათლებულებასთან ერთად. ნათელში ამყოფოს უფალმა.