ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობში

 

    31 მარტს, ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

    მემორიალურ სახლში  პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოების, დოკუმენტების გამოფენა მოეწყო და დოკუმენტური ფილმის  - „ზვიად გამსახურდია ხობში“ ჩვენება შედგა (ფილმის ავტორი ირაკლი რევაზის ძე შონია).

    ძველი ხიბულის მართალი ლაზარეს აღდგინების ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

    ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

        ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია, ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის და საბავშვო ბაღის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.

აღნიშნული პროექტების განხორციელებას ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას 2019 წლის 29 მარტს, ძველ ხიბულაში სტუმრობისას დაჰპირდა.

 

















































ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელი


ქ.ხობის #2 საჯარო სკოლის მაღალკლასელები მასწავლებლებთან:
 მედეა ვარდია და ლალი კიტია






ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით

დაგეგმილი  ღონისძიება

მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო !

დღეს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს აღვნიშნავთ.

წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ეროვნული გმირების, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას  ხსოვნას.

დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს 84 წელი შეუსრულდებოდა. პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს ავღნიშნავთ იმ სახლში, სადაც მან თავისი  ცხოვრების უკანასკნელი წუთები გაატარა. დღეს ეს სახლი გახლავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სრული რეაბილიტაცია ფონდ ,,ქართუს’’ დაფინანსებით განხორციელდა. რეაბილიტირებული მემორიალური სახლი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა რიცხული. მადლობა ფონდ ქართუს.

ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ  ერთეულში ქართუ ფონდის დაფინანსებით ასევე აშენდა მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი.

მემორიალური სახლის რეაბილიტაციის, სამონასტრო კომპლექსისა და საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს , ძველ ხიბულაში სტუმრობის დროს განაცხადა.

საქართველოს დამოუკიდებლობის პროცესში უდიდესია ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას როლი,მათ  მოწამეობრივი გზით იარეს და თავი სამშობლოს თავისუფლებისთვის გადადეს. მათ ქვეყნის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს.

ს ი მ ღ ე რ ა  -   სიმღერა -,,შავლეგო’’(,,კოლხეთი’’).

 

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა გამოჩენილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში.

მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

ახლადარჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია.

იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და აღდგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი).

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა და მალევე ზვიად გამსახურდია ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია, რაც იმავე წლის 26 მაისს საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე დადასტურდა.

ჰ ი მ ნ ი -  ,,ე რ თ ო ბ ა“

ზვიად გამსახურდიამ მერაბ კოსტავასთან ერთად, 1976 წელს თბილისში დაფუძნა „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“ და სიცოცხლის ბოლომდე მისი თავმჯდომარე იყო.

ზვიად გამსახურდია 1979 წლიდან აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში და იყო 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციის ერთ-ერთი მოთავე, მათ შორის, 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც 9 აპრილს ტრაგედიით დასრულდა, ხოლო ზვიად გამსახურდია, როგორც აქციის ორგანიზატორი, დააპატიმრეს.

მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას. 1990 წლის დამდეგს მისი თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, რომელმაც 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

ზვიად გამსახურდია 1970 წელს გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, საიდანაც 1977 წლის 1 აპრილს ანტისაბჭოთა პროპაგანდის ბრალდებით გარიცხეს.

გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის, 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე შექსპირის, ბოდლერის, გოგოლისა და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები.

            ლ ე ქ ს ი - „ძმას ქრისტესმიერს“  (ნიკა კუკავა)

1992 წლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა სომხეთის გავლით ჩეჩნეთში, გროზნოში გადასულიყო, სადაც გენერალმა ჯოჰარ დუდაევმა თავშესაფარი მისცა. 1993 წლის სექტემბერში პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საქართველოში, სამეგრელოში დაბრუნდა. 1993 წლის ნოემბერში იგი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მთიანი სამეგრელოს სოფლებში იმყოფებოდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში მდებარე სახლში, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით.

ზვიად გამსახურდიას ცხედარი დაკრძალეს სოფელ ჯიხაშკარში, მალევე გადაასვენეს გროზნოში, 2007 წელს კი საქართველოში გადმოასვენეს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. 

ლ ე ქ ს ი - მარი შელია

დღეს  არ შეიძლება არ გავიხსენოთ  პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლი ხობის მუნიციპალიტეტის პირველი პრეფექტი თენგიზ ქაჯაია, ღირსეული მამულიშვილი და თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი. დიდება  მის ხსოვნას, დღეს პატივს მივაგებთ და გვირგვინით შევამკობთ პირველი პრეფექტის საფლავს. 

ს ი მ ღ ე რ ა -   ,,სი ქოულ ბატა“.

 გამომსველელბი :

ს ი მ ღ ე რ ა - „ ჩემო კარგო ქვეყანავ ‘’

    ღონისძიება განაგრძეს სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ზვიად გამსახურდიას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ქართული სიმღერები

დასრულდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მომავალ შეხვედრამდე !