ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 


ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიაში შექმნილმა კომისიამ სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა და ზარალის მოცულობა დაადგინა. 
მუნიციპალიტეტში, იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 480 ოჯახზე გაიცა კომპენსაცია. 
საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხით ქვემო ქვალონის კულტურის სახლის, გურიფულის და საგვიჩიოს საბავშვო ბაღების სახურავები რეაბილიტირდება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 81 179 ლარს შეადგენს.