დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

 

21 მარტს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თოჯინების სპექტაკლის - „ბრიყვი მამალი“ პრემიერა შედგა. 

საბავშვო სპექტაკლი „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ მხარდაჭერით, რეჟისორმა მანანა შამათავამ დადგა.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ესწრებოდნენ. 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კულტურის სახლის ფოიეში ბავშვთა ნახატების გამოფენა მოეწყო.