საქართველოს სახელით კონტინენტის ჩემპიონატზე ხობელი მოჭადრაკე დიანა ლომაია იასპარეზებს



 საქართველოს სახელით კონტინენტის ჩემპიონატზე ხობელი მოჭადრაკე დიანა ლომაია იასპარეზებს. დღეიდან, მონტენეგროში ევროპის ქალთა რიგით 23-ე პირველობა იწყება.

საჭადრაკო პირველობაზე 35 ქვეყნის 139 მოჭადრაკე ითამაშებს. ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს.

დიანა ჭადრაკს 4 წლიდან თამაშობს. მას 2021 წელს მსოფლიო ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებულო აქვს საერთაშორისო ოსტატის წოდება.