სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საჯარო სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 66.2 მილიონი ლარია.
პირველ ეტაპზე ტენდერი გამოცხადდა შემდეგი სკოლების მშენებლობაზე:
ზუგდიდში ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა,
ქალაქ წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის თემის №2 საჯარო სკოლა,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლა (ოპტიმიზირებული კორპუსი),
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრას საჯარო სკოლა,
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლა,
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლა,
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის №1 საჯარო სკოლა,
რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბა ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმის საჯარო სკოლა,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლა,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის თემის N2 საჯარო სკოლა,
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარის შერწყმული გულეიკარის დაწყებითი კორპუსი,
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლა,
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლა
სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი მოხმარდება