თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით პროფესორი ელიზბარ ნადარაია დააჯილდოვეს.
ხობის საპატიო მოქალაქე ელიზბარ ნადარაია
დაიბადა 1936 წელს ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა– მათემატიკის ფაკულტეტი. 1964–1966 წლებში იყო საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი; 1978–1986 წლებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათობის თეორიისა
და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის დოცენტი და შემდეგ პროფესორი. ხოლო 1986 წლიდან
ამავე კათედრის გამგე. 2001 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტია.