საინიციატივო - საორგანიზაციო ჯგუფის ახალგაზრდები ახალგაზრდებისათ

 

8 თებერვალს, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, გაიმართა ახალგაზრდული საინიციატივო - საორგანიზაციო ჯგუფის "ახალგაზრდები ახალგაზრდებისათვის" ექვსი თვის ანგარიშის მოსმენა, სადაც ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოებას განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები წარუდგინეს.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა, აქტიური თანამშრომლობისთვის, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მადლობის სიგელები გადასცეს.