ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში გაღმა ქარიატის და გამოღმა ქარიატის დამაკავშირებელი ხიდის და ხიდამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 689 ათას ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურულ პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.