ხობის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო. ქალაქ ხობში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენდება. პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური საფარის დაგება, განათების, ტრიბუნების და ელექტრო ტაბლოს მოწყობა. აშენდება ფეხბურთელთა გასახდელი შენობა და კეთილმოეწყობა ეზო.