რვა ძმა გერგაია - ომიდან მშობლიურ კუთხეს მხოლოდ ერთი ძმა დაუბრუნდა


წარმტაცია ხობის რაიონის სოფელი ქარიატა. ამ სოფელში ცხოვრობდა ალექსი გერგაიას ოჯახი, რომელმაც ქვეყანას ათი შვილი-რვა ვაჟი და ორი ქალიშვილი აღუზარდა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ათი შვილის მოვლა-პატრონობა დედამ - მაკრინემ ითავა.
1941 წლის 23 ივნისს მაკრინე გერგაიას ოჯახიდან რვავე ვაჟი: აკაკი, ბესარიონი, პეტრე, კოსტა, შოთა, ირაკლი, სამსონი, და ჟორჟი არმიაში გაიწვიეს.
რვა ძმიდან შვიდი სამშობლოსთვის ბრძოლაში დაიღუპა. მშობლიურ ხობს მხოლოდ ჟორჟი გერგაია დაუბრუნდა.

ავტორი: ლევან ღვინჯილია https://www.facebook.com/photo/?fbid=1854379394961864&set=pcb.1854379441628526