ხობის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, სალომე ცხადაიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს.
ქალბატონი სალომე იყო კვალიფიციური საჯარო მოხელე, გამორჩეული თავისი პასუხისმგებლობითა და საქმისადმი ერთგულებით.
ხობის მუნიციპალიტეტს დააკლდა პიროვნული ღირსებებით გამორჩეული ქალბატონი.