16 თებერვალს დასრულდა აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშება მინიფეხბურთში. ტურნირში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ნოჯიხევის, ხეთის, ბიის და ქალაქ ხობის გუნდები მონაწილეობდნენ.
მემორიალური ტურნირის ფინალში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდმა ხობის „ჭალე“ დაამარცხა და პირველობის გამარჯვებული გახდა.
ფინალურ შეხვედრას დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით გაიმართა.