ხობში კონკურს-ფესტივალი „ჰარირა 2023“ გაიმართა

17 თებერვალს, ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, კონკურს-ფესტივალი „ჰარირა 2023“ გაიმართა. მაყურებელთა წინაშე  საქართველოს მასშტაბით მოღვაწე 19 ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლი წარდგა. ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლების მოღვაწეთა კავშირის სამეგრელოს ფილიალის ეგიდით ჩატარდა. საერთაშორისო ფესტივალების კონკურსი „ჰარირა“ ხობში წელს პირველად გაიმართა.