2023 წლის 31 იანვარს საზოგადოება „ხობელის“ დარბაზში გაიმართა რიგით მეორე ღონისძიება,
რომლის ფარგლებში ხობელი ნუგზარ (ხვიჩა) შონიას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის
„ხობის თეთროსანი ღვთისმშობლის კვართი-მითი და რეალობა“-ს პრეზენტაცია მოეწყო. ჩვენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადეს
ავტორს მნიშვნელოვანი ნამუშევრისთვის, დასმულ
იქნა კითხვები და ამავ დროს გამოხატეს საკუთარი
მოსაზრებები ფილმში ასახული მოვლენების მიმართ.