ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს დაფინანსებით გამოვიდა ჩვენი წიგნი-,,ივანე იოსავა’’.
ივანე (ლოლი) ლავრენტის ძე იოსავა, ბიაში დაბადებული გმირია, რომელიც 1921 წლის 24 თებერვალს კოჯორთან რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაკრძალეს სამხედრო ტაძრის ეზოში (დღეს პარლამენტის შენობა). კომუნისტურმა მმართველობამ ანტიგმირები გმირებად გვიქცია, ხოლო ნამდვილი გმირები დავიწყების ბურუსით დაფარა... დიდება უფალს, რომ ასი წლის შემდეგ მოგვეცა საშუალება საზოგადოებისათვის გაგვეცნო, შეგვეხსენებინა ამ უშესანიშნავესი პიროვნების შესახებ.
ივანე (ლოლი) იოსავას ცხოვრება ზედმიწევნით ჰგავს საქართველოს ისტორიას-ეს არის სწავლა, შრომა და განუწყვეტელი ბრძოლა მამულისათვის...
დიდება გმირებს!
ღმერთმა აცხონოს ივანე (ლოლი) იოსავა! საუკუნოდ იყოს ხსენება მისი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
გოგიტა ჩიტაია
გოგიტა ჩიტაია ზემო ბიელ იოსავებთან |