გაეროში მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველის, თემურ ფიფიას განცხადება

 

2023 წლის 24 იანვარს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, თემურ ფიფიამ გააკეთა განცხადება გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ღონისძიებაზე - “სოციალური და ეკონომიკური ზომები გენოციდის, ომის დანაშაულების, ეთნიკური წმენდის და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების პრევენციისთვის”.
იგი მიესალმა გაეროს სისტემაში დაცვის პასუხისმგებლობის (responsibility to protect) პრინციპის კიდევ უფრო ინსტიტუციონალიზების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს. აღინიშნა მიმდინარეობს უპრეცედენტო ზომის ძალადობა, კონფლიქტები და იძულებით გადაადგილება, რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაა 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიისას საქართველოს წინაშე ჩადენილი ომის დანაშაულები, რაშიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა. ხაზი გაესვა აგრეთვე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფარგლებში განხორციელებულ სასტიკ დანაშაულებს.

განცხადება აგრეთვე შეეხო 2030 წლის დღის წესრიგის შესასრულებლად საქართველოს მიერ ეროვნულ დონეზე გატარებულ ღონისძიებებს; მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს და გაჟღერდა გაეროს გენერალური მდივნის “მშვიდობისათვის ახალი დღის წესრიგისადმი“ საქართველოს მხარდაჭერა.
განცხადებაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან გასული 15 წლის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა კვლავ მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს თავისი ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებები, ისევე როგორც მდგრადი განვითარების ბენეფიტებით. ითქვა, რომ აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გადადგას კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები, რათა მოხდეს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა და პრევენცია.


On 24 January, 2023, Temur Pipia, the Counsellor of the Permanent Mission of Georgia to the United Nations made a statement at the United Nations Economic and Social Council event “Social and economic measures to prevent genocide, war crimes, ethnic cleansing and crimes against humanity”.

He welcomed the steps aimed at the institutionalization of the Responsibility to Protect (R2P) principle within the United Nations system. As was mentioned, there is ongoing unprecedented levels of violence, conflicts and displacement, among them one, reflected in the war crimes committed by Russia during the military aggression against Georgia in 2008, for which Russia’s responsibility was confirmed by judgements of the European Court of Human Rights and the International Criminal Court. He also underscored atrocity crimes committed during the Russia’s ongoing aggression against Ukraine.

The Statement also touched upon efforts of Georgia carried out at national level to ensure the advancement of 2030 Agenda; protection of human rights within the scope of the Sustainable Development Goals and voiced the support of Georgia to the Secretary General’s “New Agenda for Peace”.

The Statement once again underscored that the notwithstanding to the fact that 15 years have passed since the full-scale military aggression of Russia against Georgia, the people living in the Georgian territories occupied by Russia, are still deprived of possibility to enjoy their fundamental rights and freedoms, as well as benefits offered by the Sustainable Development Goals. As was mentioned, it once again affirms the urge for the international community to take a resolute stance, in order to ensure elimination and prevention of the above problem.