საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. სასოფლო გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, პირველ მოადგილესთან - რევაზ ზაქარაიასთან ერთად გაეცნო. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 542 000 ლარია. გასულ წელს ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.