✨შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეთა მონაწილეობით კონცერტი და ახალი წლის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა გაიმართა.
❄️მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებითა გამართულ საახალწლო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🎉 29 დეკემბერს, 14:00 საათიდან, ქალაქ ხობში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება:
საშობაო ბაზრობა, საბავშვო სივრცე, ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან, ჯგუფ “anik"-ის და ჯგუფ „ოჩოს ქოხის“ კონცერტი.