საბავშვო ბაღების მასწავლებლებს და აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს


🔵 ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საახალწლო ნობათის დარიგების პროცესი მიმდინარეობს. 

🔵 საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ელისო კვიკვინიამ საჩუქრების გადაცემის პროცესში მიიღეს მონაწილეობა, საბავშვო ბაღების მასწავლებლებს და აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ. 

🔵 ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი ტკბილეული მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 920 აღსაზრდელს გადაეცემა.