🟢 28 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი უმწეოთა სასადილოს 150-მა ბენეფიციარმა მიიღო. ბენეფიციარებს, ასევე გადაეცათ „შავი ზღვის ტერმინალის“ (ყულევის) სასურსათო პაკეტები.
🟢 ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ მიულოცეს.
🟢 სოციალური აქტივობა „მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2022 წლის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.