სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი

 

ხობის მუნიციპალიტეტში ახალი წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გრძელდება. დღეს, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში სამუსიკო სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები და შობა-ახალი წლის თემაზე შექმნილი სიმღერები შესრულდა. საახალწლო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტში მორიგი საახალწლო ღონისძიება 28 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება, ხოლო ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში მუნიციპალიტეტის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონია შედგება. ღონისძიებები 15 და 16 საათზე დაიწყება.