ხობში ახალი სპორტული კომპლექსი მოეწყო

 


ხობის მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

სპორტული კომპლექსი მოიცავს ჭიდაობის, კრივის, მკლავჭიდის, ფიტნესის, ჭადრაკის, ბილიარდის დარბაზებს. კომპლექსში, ასევე განთავსებულია საკონფერენციო სივრცე, სამედიცინო ოთახი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირებული ლიფტი.

სპორტული კომპლექსი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ დაათვალიერეს.

მერიამ დაიწყო კომპლექსის სპორტული ინვენტარით აღჭურვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება.

მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შესაძლებლობას მისცემს სასწავლო-საწვრთნელი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარმართონ.