საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ჩემპიონები გახდნენ: დავით გაბედავა (48 კგ), ვახტანგ ლოლუა (55 კგ), ლუკა ლომაძე (71 კგ), ჯემსი გოგსაძე (92 კგ) და საბა ჩილაშვილი (110 კგ).
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ნიკა დუმბაძე (45 კგ), კობა ქარუმიძე (51 კგ), გიორგი ჭიკაიძე (60 კგ), ალექსანდრე რუსიტაშვილი (65 კგ) და საბა გაფრინდაშვილი (80 კგ).
ბრინჯაოს პრიზიორები: საბა სურმანიძე (65 კგ), ლუკა კოჩალიძე (80 კგ), ლუკა შავაძე (110 კგ).
ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ ვახტანგ ლოლუა დასახელდა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ერევანში მთავარმა მწვრთნელმა მამუკა სულთანიშვილმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა მარად აბულაძემ და დევი რეხვიაშვილმა ჩაიყვანეს.