ხობის "კოლხეთმა" დღეს პლეიოფის ზონისათვის ბრძოლაში თბილისის "ვარკეთილს" უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მიოპოვა და მეოთხე ადგილზე აინაცვლა. არადა ყველაფერი მასპინძელთათვის ცუდად დაიწყო "ვარკეთილი" შეხვედრის მე–7 წუთზე ზურაბ გოლუბიანის გოლით დაწინაურდა, მასპინძლებმა გოგი ფიფიას გოლით 21–ე წუთზე გაათანაბრეს და მეტოქეს აგრძნობინეს რომ არაფრის დათმობას აპირებედნენ, თამაში მეორე ნახევარშიც საკმაოდ დაძაბულად გაგრძელდა, 71–ე წუთზე კი "კოლხეთმა" მეორეც გაიტანა გოლი გიგა ამბროლაძემ მიითვალა, მატჩის 88–ე წუთზე კი მასპინძლებმა 11– მეტრიანი მოინადირეს, რომელიც გოლად გიგა წურწუმიამ აქცია.