პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

 


ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია  დასრულების ეტაპზეა.

    პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 307998 ლარია, შპს შარა-გზამშენი პირველი ახორციელებს.

    მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან გია ჩაბალუხასთან ერთად დაათვალიერეს.

   გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად ხობის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.