სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა(ხელმძღვანელი მზია გვირგვლიანი) მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VI ეროვნულ კონკურსში,რომლის მხარდამჭერებია საქარღველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი,სახელმწიფო კონსერვატორია და ფონდი ,,ქართული გალობა" და მიენიჭათ ლაურეატის წოდება II -ადგილი ,გუნდის ხელმძღვანელს ქალბატონ მზია გვირგვლიანს ასევე გუნდის მომღერალ გოგონებს: ანი თოდუა,ლიკა ჭითაშვილი,მირანდა ალექსანდრია ,მარიამ თუთბერიძე,მარიამ აბესაძე და ნინი შონია
ვულოცავთ ბიის საჯარო სკოლას,გოგონათა გუნდს და ხელმძღვანელს სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელს ქალბატონ მზია გვირგვლიანს ამ უდიდეს წარმატებას,ლაურეატის წოდებას და ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას!!!
დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა ქალაქ სენაკის სამუსიკო სკოლაში, ლაურეატის დიპლომები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მინიჭებული სერტიფიკატი გუნდის ხელმძღვანელს და გოგონათა გუნდს გადასცა ეროვნული კონკურსის ერთერთმა ორგანიზატორმა,თბილისის ახალგაზრდული კაპელას მთავარმა დირიჟორმა ბატონ შიო აბრახამიამ და მუსიკოსმა ,მეცნიერმა ,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ესთეტიკისა და ფიზიკური აღზრდის ჯგუფის ხელმძრვანელმა,მუსიკის ექსპერტმა ქალბატონ რუსუდან თაყაიშვილმა.ასევე მადლობის სიგელი გადაეცა სკოლის დირექტორს ქალბატონ ნანა თირქიას კონკურსის აქტიური მხარდაჭერისათვის.