მეთხილე ფერმერეთა მხარდამჭერი ახალი პროგრამა

 ქ. ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართა. შეხვედრაზე  სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ,  საქართველოს მთავრობის მიერ  მეთხილე ფერმერების მხარდამჭერ ახალ პროგრამაზე ისაუბრა.

   მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას.

   სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით - საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.

   შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია,  მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ. 

#ქართულითხილი

#ახალიპროგრამა

#თხილისხელშეწყობისპროგრამა