საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 8 პროექტი განხორციელდა

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 8 პროექტი განხორციელდა.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გზები რეაბილიტირდა: 

ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი საბაჟოში, ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სავარდიოს უბანში, ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჯიხევში, ყულევში, ქ. ხობში (კოლხეთის დასახლება), ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზა), საჯიჯაოში (ზენი-ჯაპიშაქრის გზა), ახალსოფლისა და შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზა.