ახალი ხიბულა, 1982 წელი - ალექსანდრე ლომაია



 მას საოცარი მეხსიერება აქვს. შემთხვევით როდი უწოდებენ სოფლის წარსულის ცოცხალ მატიანეს. მუხასავით მაგარი, წელში მოუხრელი კეთილი მოხუცი გულთბილად ხვდება მის ოჯახში მოსულ სტუმრებს. მისი ხშირი სტუმრები არიან ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტები, ბევრ საინტერესო ფოლკლორულ მასალას აწვდის ალექსანდრე ლომაია სტუდენტებს. მათი სამახსოვრო წიგნები და სურათებიც სათუთად ინახება ალექსანდრე ლომაიას ოჯახში.

ალექსანდრეს უსაზღვროდ უხარია გალამაზებული და განახლებული სოფლის ხილვა, მშრომელ ადამიანებთან, ახალგაზრდებთან შეხვედრა. დღეს მშობლიური სოფლის მიწაზე მხნედ დააბიჯებს 90 წლის მეუღლესთან ერთად 105 წელს მიღწეული კეთილი მოხუცი.